comphelp1
Menu  
  Start
  NEWS
  Contact Us
  Forum
  PC
  Install Windows 7
  Drivers
  Auslogics BoostSpeed 5
PC

პერსონალური კომპიუტერი


 

პერსონალური კომპიუტერი - (ინგლ.personal computer),ეწ. იმიტომ რომ განკუთვნილია პირადი ხმარებისთვის. შექმნილია როგორც გამომთვლელი მანქანა.მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგი გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი კომპიუტერულ ქსელთან დამაკავშირებლად და როგორც პლატფორმა კომპიუტერული თამაშებისთვის.

  კომპიუტერი - ხმარებაში ტერმინი შემოიღეს 1970-ი წლების დასასრულში Apple Computer-ის მიერ თავიანთი Apple II კომპიუტერისთვის
შემდეგ გადაიტანეს IBM PC-ე. რამოდენიმე ხანს, პერსონალურ კომპიუტერს ნებისმიერ მანქანას ეძახოდნენ, რომელიც Intel-ის პროცესორზე
და ოპერაციულ სისტემაზე DOS, OS/2 პირველი Microsoft Windows ვერსიებზე მუშაობდა. სხვა პროცესორების გამოჩენისას, ჩამოთვლილთა მხარდამჭერი სამუშაო პროგრამები, როგორებიცაა
AMD, Cyrix (ახლა VIA), დასახელებამ უფრო ფართე მნიშვნელობა შეიძინა.


პერსონალური კომპიუტერის ძირითადი შემადგენელი ნაწილები :

1.მონიტორი
2.დედაპლატა
3.ცენტრალური პროცესორი
4.ოპერატიული მეხსიერება
5.კვების ბლოკი
6.ოპტიკური წამკითხავი(CD/DVD/RW)
7.მყარი დისკი
8.თაგვი
9.კლავიატურა
10.ვიდეოკარტა


სტაციონალური (მაგიდის) PC



პირველი კომპიუტერები არ იყვნენ გადატანისთვის განკუთვნილები. ისინი შედგებოდნენ ცალკეული ნაწილებისგან, კერძოდ, სისტემური ბლოკისგან, მონიტორისგან, კლავიატურისგან,
შეერთებული პროვოდებით. მთავარ ნაწილად სისტემური ბლოკი ითვლებოდა, რომელშიც პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოწყობილობა იყო. ცნობილია ორი სისტემური ბლოკის სახეობა
- desktop და tower.

Desktop -   კომპიუტერს, მისი  გაბარიტებიდან გამომდინარე   მაგიდაზე  სამუშაოდაა უფრო მოსახერხებელი, იგი განკუთვნილია სახლისთვის ან ოფისისთვის. ადრე ამ ტიპის სისტემური ბლოკები იმდენად განივრები იყვენენ რომ ზედ მონიტორს დგამდნენ.

   Tower - ტაუერის ტიპის სისტემური ბლოკი ვიწრო და მაღალია და ამიტომ მას ხშირად მაგიდის ქვემოთ დგამენ. კომპიუტერის ნაწილების ზომის შემცირებას მოყვა თვითონ სისტემური ბლოკის  დაპატარავება ამიტომაც მას შეუცვალეს სახელი და   mini tower დაერქვა.


მობილური (ნოუთბუკი/ლეპტოპი) პორტატიული PC

ნოუთბუკი - კომპაქტური კომპიუტერია, რომელსაც თავის  შემადგენლობაში ყველა ის  ნაწილი აქვს  რაც საჭიროა პერსონალური კომპიუტერისთვის (PC).  იგი იკეცება როგორც წიგნი ( ინგლ. Book - წიგნი ) ჩვენ შეგვიძლია გამოვიყონოთ ნოუთბუკი  როგორც სახლში ასევე მგზავრობისას მანქანაში იგი მსუბუქია უფრო პრაქტიკული, მოხერხებული და რაც მთავარია ასრულებს იგივე ფუნქციებს რაც მაგიდის PC. იმისთვის რომ იგი შემცირებულიყო გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნოლოგიები : სპეციალურად შექმნილი სპეციალიზირებული მიკროსქემები (ASIC), ოპერატიული მეხსიერება მყარი დისკები შემცირებულია, კომპაქტური კლავიატურა ციფრული ველის გარეშე, გარე კვების ბლოკი  და მინიმალური შესაერთებლების ბუდეები.  
მიუხედევად პატარა ზომისა მას აქვს მულტიმედიური მოწყობილობებიც  როგორებიცაა მიკროფონი და ვებ კამერა. თანამედროვე ნოუთბუკები არ ჩამოუვარდებიან სიძლიერით მაგიდის კომპიუტერებს, ზოგჯერ მათ ჯობნიან კიდევაც. ძალიან კომპაქტურ ნოუთბუკებს არა აქვთ CD/DVD- წამკითხავი.
 



ეს არის ძირითადი კომპიუტერები(Desktop PC Notebook PC)  რაც ჩვენ ხშირად გვხვდება ამათ გარდა არის კიდევ რამოდენიმე სახეობა (ნაკლებად პოპულარული ) კომპიუტერების : 

Tablet PC

- ნოუთბუკის ანალოგი მას აქვს მგრძნობიარე(სენსორული) ეკრანი და არა აქვს მექანიკური კლავიატურა  მონაცემების ტექსტის შეყვანა ხორციელდება ეკრანის ინტერფეისით. კორპუსი  არ იხსნება როგორც ნოუთბუკებში . არის მოდელები რომლებსაც კორპუსი მოძრავი აქვთ შეგვიძლია ვატრიალოთ ღერძზე და გადავხსნათ, ამის შედეგად კლავიატურა მისაწვდომი ხდება.

სიძლიერით იგი მაგიდის კომპიუტერებზე გაცილებით სუსტები არიან 



netbook - პატარა ნოუთბუკებია რომლებიც ინტერნეტში შესასვლელად და ოფისის პროგრამებით სამუშაოდ იყენებენ. გამოირჩევა კომპაქტურობით (ეკრანის დიაგონალი 17,8—30,5 სმ.)  უფრო პატარაა ზომაში, ნაკლებ დენს წვავს და შედარებით იაფია.

 სპეციალურად ნეთბუკისთვის შეიქმნა ინტელის პროცესორი Intel Atom ასევე იყენებენ Intel Celeron  MULV და Athlon Neo


comphelp1.ru.gg - ფაილები სტატიები კომპიუტერის შესახებ  
   
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно