პერსონალური კომპიუტერი (ინგლ.personal computer),ეწ. იმიტომ რომ განკუთვნილია პირადი ხმარებისთვის. შექმნილია როგორც გამომთვლელი მანქანა.მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგი გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი კომპიუტერულ ქსელთან დამაკავშირებლად და როგორც პლატფორმა კომპიუტერული თამაშებისთვის. კომპიუტერი - ხმარებაში ტერმინი შემოიგეს 1970-ი წლების დასასრულში Apple Computer-ის მიერ თავიანთი Apple II კომპიუტერისთვის შემდეგ გადაიტანეს IBM PC-ე. რამოდენიმე ხანს, პერსონალურ კომპიუტერს ნებისმიერ მანქანას ეძახოდნენ, რომელიც Intel-ის პროცესორზე და ოპერაციულ სისტემაზე DOS, OS/2 პირველი Microsoft Windows ვერსიებზე მუშაობდა. სხვა პროცესორების გამოჩენისას, ჩამოთვლილთა მხარდამჭერი სამუშაო პროგრამები, როგორებიცაა AMD, Cyrix (ახლა VIA), დასახელებამ უფრო ფართე მნიშვნელობა შეიძინა. პერსონალური კომპიუტერის ძირითადი შემადგენელი ნაწილები : 1.მონიტორი 2.დედაპლატა 3.ცენტრალური პროცესორი 4.ოპერატიული მეხსიერება 5.კვების ბლოკი 6.ოპტიკური წამკითხავი(CD/DVD/RW) 7.მყარი დისკი 8.თაგვი 9.კლავიატურა 10.ვიდეოკარტა სტაციონალური (მაგიდის) PC პირველი კომპიუტერები არ იყვნენ გადატანისთვის განკუთვნილები. ისინი შედგებოდნენ ცალკეული ნაწილებისგან, კერძოდ, სისტემური ბლოკისგან, მონიტორისგან, კლავიატურისგან, შეერთებული პროვოდებით. მთავარ ნაწილად სისტემური ბლოკი ითვლებოდა, რომელშიც პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოწყობილობა იყო. ცნობილია ორი სისტემური ბლოკის სახეობა - desktop და tower. Вперед |